ახალი ამბები

ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gatav-02.jpgზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ისინი ითხოვენ  საატესტატო კომისიის წევრების საქმის გადახედვას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ალიოშა ალანია აცხადებს, რომ მათი გათავისუფლება სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მაია ღურწკაია.მისი მოთხოვნაა ასევე საატესტატო კომისიის წევრთა თანჺმდებობიდან გადადგომა.პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ასევე ბიბლიოთეკის დირექტორის მადონა მაქაცარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებთან ერთად აქციების დაწყებას აანონსებს. აღნიშნულ საკითხზე ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ კომენტარი არ გააკეთა.ხოლო დანარჩენი პირების საპასუხოდ ზუგდიდის მერიაში განმარტავენ,  რომ ამ ეტაპზე არც მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია და არც ატესტაცია არსებობს, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ატესტაციის ნაწილში თავიდან შეფასდეს, ვერ აღსრულდება. მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ირაკლი ამანათიძის თქმით,  მაია ღურწკაია საჯარო მოხელეთა რეზერვშია. რაც შეეხება დანარჩენ რვა პირს, მათ შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მერიაში შესულია და უახლოეს სხდომაზე საკითხი გადაწყდება.შეგახსენებთ, რომ გამგეობიდან გათავისუფლებული თანშრომლები ბრძოლას სასამართლოს გზით აგრძელებენ.

 

Нравится