ახალი ამბები

ცოცხების თემა და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

nac-22.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის,, დეპუტატს პაატა ადამიას ,,ქართული ოცნების,, საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ ე.წ სპეციალური საჩუქარი გადასცა. შეფუთულ ყუთში ცოცხები აღმოჩნდა.დეპუტატის ამ ჟესტმა საკრებულოს წევრების ნაწილი გააღიზიანა.მოქმედებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის, რომელიც ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვას მოყვა.საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დეპუტატმა ბათლომე შელიამ. „ევროპული საქართველოს“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას ქმედებამ გააღიზინა, რა დროსაც ფაცაციამ ენმ-ს საკრებულოს წევრს პაატა ადამიას საჩუქრად ცოცხები გადასცა. „ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი მხოლოდ ღიმილს იწვევს“- განაცხადა დეპუტატმა პაატა ადამიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“  გამოირჩევა საჩუქრების ჩუქებით და მეც გადავწყვიტე სიმბოლურად , ისტორიის გასახსენებლად მეჩუქებინა ცოცხები. რაც შეეხება იდეას, მომაწოდეს საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, გამორიცხული არ არის მომავალ საკრებულოს სხდომაზე კიდევ გავუკეთო საჩუქარი“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჯანდაცვის პროგრამის  განხილვას მოყვა. ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით გაიზარდა.ზუგდიდს 7 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო, ოთხ მილიონ ლარამდე კი გასული წლის ბიუჯეტის ნაშთია.

 

Нравится