ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლთან აქცია გამართეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ZZVIAD-21.jpgზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ ზვიად გამსახურდიას შვილებს, არ შეწყდეს მამის მკვლელობის საქმის გამოძიება და სრულად იქნეს გამოძიებული პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული სიკვდილი.შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ თბილისის  მთავარ პროკურატურაში გამსახურდიას სვილებმა შიმშილობა დაიწყეს.ისინი აპროტესტებენ იმას, რომ შესაძლოა საქმის ხანდაზმულობის გამო ძიება31 დეკემბერს შეწყდეს და აღარ გაგრძელდეს. „რატომ უნდა დაიხუროს საქმე და შეწყდეს ძიება? ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აუცილებლად კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. არ აწყობს ხელისუფლებას გამოძიება და ესაა მიზეზი, რომ არ არის დღემდე გამოძიებული“ - განაცხადეს აქციის  მონაწილეებმა

 

Нравится