ახალი ამბები

საკრებულომ მერიის რამდენიმე ააიპ-ისა და შპს-ს სუბსიდირება გაუზარდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAKKR-21.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალი ააიპ-ის შექმნის საკითხი განიხილეს, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ახალი სამსახური რეგიონში ტურიზმის მიმართულებით იმუშავებს. ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს და საკრებულოში საკითხის ინიციატორს იბარებს. საკითს ასევე მხარი არ დაუჭირა ,,ევროპულმა საქართველომ,,. 2019 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად ტურიზმის განვითარებისთვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი.ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის რამდენიმე ააიპ-ისა და შპს-ს სუბსიდირება გაუზარდა. საკითხს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფის შექმნას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.კომისიაში ოპოზიციური პარტიებიც შევლენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დროის მონაკვეთების მიხედვით პარკირების საფასურიც განისაზღვრა. დადგენილება ამოქმედდება 2019 წლის თებერვლიდან. საკითხს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,,

 

 

Нравится