ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან უკანონო თვალთვალისთვის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი დააკავეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MEVEL-23.jpgგაერთიანებული შტაბის ზუგდიდის ოფისთან შტაბის წევრებმა საეჭვო მანქანა დააკავეს, რომელიც როგორც შტაბის უფროსი ანა წითლიძე აცხადებს, რამდენიმე საათია დგას შტაბთან და ფოტოსა და ვიდეოს უღებენ ადამიანებს, რომლებიც შტაბში შედიან. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი წითლიძის თქმით, არის ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი ნიკა მაქაცარია. მაქაცარია კითხვას, არის თუ არა ააიპ-ის თანამშრომელი, თავს არიდებს. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ძიმცეიშვილი. ისინი ამბობენ, რომ არიან სააგენტო „მეველეს“ თანამშრომლები  და ჟურნალისტები, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა დავალებას ასრულებენ ისინი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა სამივე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. „ეს არის უკანონო თვალთვალი, ესენი ამბობენ, რომ არიან რაღაც გაურკვეველი სააგენტოს წარმომადგენლები და ეს სააგენტო დაკომლექტებულია ქართული ოცნების მხარდამჭერებით. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, მოეშვან პროვოკაციებს და მივმართავ შსს მინისტრს, ბ-ნო გახარია, კეთილი ინებეთ და რომ ამბობთ, წესრიგის დსასაცავდ ვარ ჩამოსულიო, მიხედეთ ამ ფაქტებს“- განაცხადა ანა წითლიძემ. ნიკა მაქაცარია ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის მართვის ცენტრის თანამშრომელია

 

Нравится