ახალი ამბები

შსს მინისტრი ამჯერად სპორტსმენებს შეხვდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_GAXAR-23.jpgშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2 კვირაზე მეტია, სამეგრელოში იმყოფება, წინასაარჩევნოდ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურად მართავს. მედიიისთვის ყველა ასეთი შეხვედრა დახურულია. დღეს გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად სპორტსმენებს შეხვდა, შეხვედრიდან გამოსული სპორტსმენები კამერებთან ყვებიან, რომ მინისტრი მათ დარბაზის აშენებას დაპირდა და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც სპორტსმენებს აწუხებთ. სპორტსმენები შეხვედრაზე ტრენერებთან ერთად მოვიდნენ, სკოლის მოსწავლე-სპორტსმენები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს შეხვედრა არჩევნების გამოც დაიგეგმა. გიორგი  გახარია სამეგრელოში ყოფნის პერიოდში ასევე შეხვდა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე მცირე მეწარმეებს - ფერმერებს, თხილის ქარხნის თანამშრომლებს, პედაგოგებს. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ პირველი ტურის მარცხის შემდეგ ხელისუფლება ყველა მანიპულაციით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას  და „ჩახუტებულია“  ავტორიტეტებს, ე.წ. ძველ ბიჭებს.

 

 

Нравится