ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ჟურნალისტებს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ვიდეომასალა უჩვენეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_QARD-22.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.ქარდავამ ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი თქმით, დგას სატყეო სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოადგილე მამუკა გადელია, რომელიც ესაუბრება ზურაბიშვილის შტაბის წევრებს, რა დროსაც დაიგეგმა სოფელ რიყეში ამომრჩევლების მოსყიდვა, კონკრეტულად შეშის დარიგება. ასევე ჯიხაშკარის რწმუნებული ავთანდილ მარღიას მიერ სოფელში პურის ფქვილის დარიგება, შამგონაში კი ბაჩუკი ქარდავას თქმით, რევაზ გაბუნია ,,ქართული ოცნებიდან,, სოციალურად დაუცველებს ეუბნება, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნის.გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შტაბში პასუხობენ. ლაშა გვასალიას თქმით, ენმ სრულ აგონიაშია, იციან რომ წაგებული აქვთ და იგონებენ ტყუილებს.გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ ყველა ამ საკითხზე ისინი ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

Нравится