ახალი ამბები

საუბნო კომისიის წევრები "ქართული ოცნების" დავალებებზე უარს ამბობენ და უბნებს ტოვებენ- გაერთიანებული ოპოზიცია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_WITL-19.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის  ანა წითლიძის თქმით,  10  საარჩევნო უბანზე კომისიის ორმა თავმჯდომარემ, მოადგილეებმა და წევრებმა კომისია დატოვეს. წითლიძის თქმით, დავალების მიმცემად მათ დაასახელეს შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია. წითლიძე მოუწოდებს კომისიის სხვა წევრებსაც, არ შეასრულონ უკანონო დავალებები.გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განაცხადა, რომ მათ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგეს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ მათ მიერ უბნებზე დანიშნული 9 წევრის მხრიდან კომისიის დატოვებას. თუმცა განმარტავენ, რომ განცხადებაში ისინი მიუთითებენ ოჯახურ მდგომარეობას და ჯანმრთელობის პრობლემებს.

 

Нравится