ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_witli-14.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.  ანა წითლიძის განცხადებით, საქმე ეხება საგარანტიო სერთიფიკატებს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გასცა. ამ სერტიფიკატებით ოპოზიციური პარტია მათ გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ზარალი აუნაზღაურდებათ, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ მიაყენა.მასთან ერთად პროკუტრატურაში დაბარებული იყო ერთ-ერთი დევნილი ინეზა ფარულავა. რომელმაც განაცხადა, რომ მისი ოჯახი ამ ხელისუფლების პირობებში თავს დაჩაგრულად გრძნობს და ამის გამო შეავსო საგარანტიო სერთიფიკატი.პარტიის ინიციატივა საგარანტიო სერთიფიკატებზე სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება დაბარებას, პროკურატურის ინფორმაციით, მოქალქეების გამოკითხვა ენმ-ის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე მიმდინარეობს.

 

 

 

 

Нравится