ახალი ამბები

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_EVRO-13.jpg„ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნება“ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ქებურიას მტკიცებით, მმართველი პარტიიდან მათი გუნდის წევრებს აშინებენ, რადგან პარლამენტის წევრის თქმით, მეორე ტურზე „ევროპულ საქართველოში“ არსებულ რესურსში საფრთხეს გრძნობენ.მისივე თქმით, ირაკლი ღურწკაიას განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ღურწკაიამ თავიდანვე იცოდა, რომ მემორანდუმის თანახმად, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს დაუჭერდა კანდიდატს ივანიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, ელოდებიან თუ არა პარტიის სხვა წევრებისგან ირაკლი ღურწკაიას მსგავსად მათი რიგების დატოვებას, ქებურიამ განმარტა, რომ მისთვის ღურწკაიას გადაწყვეტილებაც მოულოდნელი იყო და თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, გაუძლებს თუ არა მსგავსი სახის ზეწოლას.

 

Нравится