ახალი ამბები

ირაკლი ღურწკაიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_QEBU-10.jpgპარლამენტის წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს ის, რომ „ევროპული საქართველოს“ ხმები მეორე ტურში გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ ყველა მეთოდს იყენებენ, რომ მათი მხარდამჭერები და წევრები გადაიბირონ. ქებურიამ ეს განცხადება ურნალისტებთან მანამ გააკეთა, სანამ საკრებულოს  წევრი ირაკლი ღურწკაია გააჟღერებდა ინფორმაციას პარტიის დატოვების შესახებ. ლელა ქებურიას ინფორმაციით, ღურწკაიას  გადაბირებაში შსს იყო ჩართული.საკრებულოს  წევრის ირაკლი ღურწკაიას მიერ პარტია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას  „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში ეხმაურებიან. მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, ევროპული საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება, სიმართლეს მოკლებულია. რაც შეეხება ირაკლი ღურწკაიას, მიუხედავად იმისა, რომ მან ჟურნალისტები ბრიფინგზე დაიბარა, დანიშნულ ადგილას არ გამოჩენილა, ის არც   სატელეფონო ზარებს  პასუხობს. მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, მხოლოდ იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს დაუკავშირდა და კომენტარი ამ ტელევიზიებისთვის გააკეთა. ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ღურწკაიას, თუმცა ამ დრომდე ეს ცდა უშედეგოა. გავრცელებული ინფორმაციით, მან  დატოვა  „ევროპული საქართველოს“ რიგები,  თუმცა თანაპარტიელებთან შეხვედრას გაურბის და სწორედ ამ მოტივით არ მოვიდა დანიშნულ ადგილზე.

 

Нравится