ახალი ამბები

,,მეწარმეებს ფინანსური პოლიციით აშინებენ,, - გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_anawi-08.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ შსს მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დირექტივები გასცეს მეთხილე ფერმერებზე,რომლებიც ანონიმურად დაუკავშირდნენ გაერთიანებულ შტაბს და განუცხადეს რომ არჩევნების მეორე ტურში თუ ისინი და მათი თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, ფინანსური პოლიცია მათი საქმიანობის შესწავლას დაიწყებს. ანა წითლიძის თქმით, იმ ფერმერების მონაცემებს შტაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.გაერთიანებული შტაბის ბრალდებას "ქართული ოცნების" შტაბში უპასუხეს, სადაც განაცხადეს, რომ ენმ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მეთხილე-ფერმერებთან შეხვედრა თხილის თემას ეხებოდა.გუშინ შსს მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მთელი დღის განმავლობაში გუბერნიის შენობაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ტელეკომპანია ,,ოდიშს,, გადაღების უფლება არ მისცეს.

 

 

Нравится