ახალი ამბები

ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია გახდა

vicemer.jpgზუგდიდის ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დღეს ოფიციალურად წარადგინა. გიორგი  შენგელია TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი იყო. ინფორმაცია მისი ვიცე-მერად დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც მან "ოდიშინიუსთან" დაადასტურა. შენგელიამ განმარტა, რომ ის გუნდის ნაწილია და შემოთავაზებაზე დათანხმების ერთადერთი მოტივი საკუთარი გამოცდილების ზუგდიდისთვის გამოყენებაა.   მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მისი შერჩეული კადრია.რაც იმან განაპირობა, რომ მას ფინანსური გამოცდილება აქვს.გიორგი შენგელია  ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადგილს დაიკავებს, გულორდავა  პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

Нравится