ახალი ამბები

შსს მინისტრი ზუგდიდში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავს

gaxadax.jpgმთელი დღის განმავლობში  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში დახურულ კარს მიღმა შსს.მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან ერთად შეხვედრებს მართავს.სავარაუდოდ წინასაარჩევნო მობილიზაციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანი ა ,,ოდიშის,, გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს იმ მოტივით, რომ შეხვედრაზე მედიის დასწრება გათვალისწინებული არ იყო. შეხვედრიდან გამოსული ფერმერები ამბობენ, რომ შსს მინისტრი მათ თხილის პრობლემებზე ესაუბრა. თხილის ასოციაციის წევრი მეწარმეების თქმით, რატომ გახდა აქტუალური წინასაარჩევნოდ თხილის თემა, პასუხი არ აქვთ.მეთხილე-ფერმერების შეხვედრის დასრულების შემდეგ შსს მინისტრმა მოლაპარაკებები სამეგრელოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ  დეპუტატებთანაც აწარმოა, ისინი აცხადებენ, რომ შეხვედრაზე რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, თუმცა არჩევნების თემას არ შეხებიან.შეხვედრების შესახებ კომენტარი მედიასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გააკეთა.  ალექსანდრე მოწერელიას თქმით, შეხვედრაზე თხილის პრობლემები განიხილეს, რაც სპონტანუტრად გადაწყდა და მედია მხოლოდ ამიტომ არ დაუშვეს. რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა შეხვედრაზე არჩევნების თემა განხილული, მოწერელიამ უარყო.შეხვედრას შსს მინისტრი გუბერნიაში ამ დრომდე მართავს.

 

 

 

 

 

Нравится