ახალი ამბები

კორუფციული დანაშაული თუ არჩევნების წაგება - ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_safe_image.jpgზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც კორუფციული სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, ვიცე-მერთან გია გულორდავასთან ერთად სუსმა დააკავა. ყოფილ მერს ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვლის შტაბის ხელმძღვანელობა ჩააბარა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გოგიას დაკავება სწორედ არჩევნების წაგებას უკავშირდება.კორუფციული დანაშაული თუ არჩევნების წაგება - ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ლაშა გოგია ზუგდიდში არჩევნებში დამარხებას შეეწრია. მერიაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიას და მის მოადგილე გია გულორდავას გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საუბარია გულუას ბაღისა და ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელთა აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამი მოსთხოვეს. გულორდავასა და გოგიას მოქალაქემ 21 ათას 500 დოლარი ჩაურიცხა.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

 

 

 

Нравится