ახალი ამბები

ფოთში, ნაბადას უბანში, გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_fott-05.jpgფოთში, ნაბადას უბანში, გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია.შემთხვევა გამთენიისას ქუჩაში მოხდა.  დაშავებულები ფოთისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფოთიდან პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს. აფეთქების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დეტალებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, რადგან შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა, აფეთქებაც გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.

 

 

 

Нравится