ახალი ამბები

ოქროს ბირჟის ძარცვისას დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_policdach-03.jpgზუგდიდში, ოქროს ბირჟის გაძარცვისას ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, პატრულის თანამშრომელი გაეკიდა ბოროტმოქმედს, რომელმაც ოქროს ბირჟა გაძარცვა. მისივე თქმით, პოლიციელი ბოროტმოქმედმა დაჭრა. შსს-ს ზუგდიდის სამმართველოში პოლიციელის დაშავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის დაჭრილი არ არის. პოლიციელი  ბოროტმოქმედის დევნის დროს დაშავდა.როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  აცხადებენ ,  პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აქვს. მოხდა ჭრილობის დამუშავება. ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული შსს-ს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.

 

 

 

Нравится