ახალი ამბები

მამაკაცის ჩავარდნის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_mushaad-04.jpgზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობის ტერიტორიაზე,წუხელ  მამაკაცი ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც მიწის მასა ჩამოიშალა და ის მიწის ქვეშ მოყვა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებული მაშველებმა მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის საავამდყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.მამაკაცის ჩავარდნის ფაქტზე შს სამინისტრომ  გამოძიება   სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო,  სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

Нравится