ახალი ამბები

გუდაუთაში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_afxazz-04.jpgასე გამოიყურება აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკთან აფეთქებული სამხედრო საწყობის ტერიტორია. შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 60-ს აღწევს. 27 ადამიანი საავადმყოფოშია გადატვანილი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულებს შორის არიან ტურისტები რუსეთის ფედერაციიდან, გუშინ კი აფეთქების ადგილას ორი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორივე შემთხვევაში საბრძოლო მასალის ნამსხვრევებისგან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებია.

აფეთქების პირველი კადრები მოქალაქეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქება ძლიერი იყო, რომლის შედეგად ჰაერში ღუბელიც კი წარმოიქმნა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შდეგად 20-მდე რუსი სამხედრო დაშავდა, რომლებიც სოხუმისა და გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე კერძო სახლებიც დაზიანდა.  ადგილობრივები ყვებიან, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩაამსხვრია მინები, გაიბზარა და დაზიანდა სახლის კედლები, იატაკი და ჭერი.

ამ დროისთვის, სოფელ პრიმორსკში არავის არ უშვებენ, სოხუმში კი რუსეთის დიპლომატიური მისია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გუდაუთის რაიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

Нравится