ახალი ამბები

თბილისში, სოხუმის ქუჩაზე, შენობის დემონტაჟის დროს დაღუპული მუშის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_wall-26.jpgთბილისში, სოხუმის ქუჩაზე, შენობის დემონტაჟის დროს დაღუპული მუშის ოჯახი  ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. ნუკრი სალია წალენჯიხელია. ის თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევა დღეს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ნგრევის და ყვირილის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი ნანგრევებში მოყოლილი მუშები დახვდნენ. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მუშა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მეშვეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი ნუკრი სალია 32 წლის იყო. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების ინფორმაციით, ის დღე-დღეზე მეოთხე შვილს ელოდებოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

Нравится