ახალი ამბები

პანიკა ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში ,,ალიანსი’’ - მოვაჭრეებმა ანონიმისგან გაფრთხილება მიიღეს

,,ბავშვთა სამყარო’’, ლილოს ბაზრობა, ელიავა, სავაჭრო ცენტრი ,,საბა’’, ფოთის ბაზრობა… იქნება თუ არა შემდეგი ზუგდიდის სავაჭრო ცენტრი ,,ალიანსი’’, სადაც დაახლოებით ერთი კვირაა მოვაჭრეები პანიკაში და ხანძრის მოლოდინში არიან.
 
ტელეკომპანია ,,ოდიშის’’ გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია პანიკის მიზეზები. 
 
როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს,  საპირფარეშოში  იპოვეს წერილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე,  იყო აღნიშნული ტერიტორიის დაწვის საფრთხე და ავტორი მოვაჭრეებს    სავაჭრო ცენტრის დაცლისკენ მოუწოდებდა.
მოვაჭრეების თქმით, ნაწილმა გასაყიდი საქონლისაგან დაცალა დახლები და აქვთ შიში , თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ.
 სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და იმ წერილის ასლი გვაჩვენეს, რომელიც საპირფარეშოში იპოვეს, ასევე საუბრობენ, რომ იქმნება მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მთელი დღე-ღამის მანძილზე დაიცავენ ,,ალიანსის’’ ტერიტორიას.
 
ბოლო წლებში გახშირდა სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების დაწვის ფაქტები : ლილოს ბაზრობა, სავაჭრო ცენტრი საბა, ევროპარკი, სენაკის ბაზრობა, ბავშვთა სამყარო, ელიავას ბაზრობა, ფოთის ბაზრობა, ეს იმ ბაზრებისა თუ სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი,ა რომელთაც გვიან ღამით ყველასთვის გაურკვეველი მიზეზებით გაუჩნდათ ხანძარი, ბევრი ამ შემთხვევიდან  წლები გავიდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები არც ერთ შემთხვევაში დადგენილი არ არის. 
მოსახლეობა პანიკაშია - იქნება თუ არა შემდეგი ზუგდიდის ბაზრობა. 
Нравится