ახალი ამბები

შამგონიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მკვიდრი გელა როსტობაია გაიტაცეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_GATAC-08.jpgშამგონიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მკვიდრი გელა როსტობაია გაიტაცეს. 38 წლის მამაკაცი ოპკუანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაკავებულის მამა იანურ როსტობაია ამ ვერსიას გამორიცხავს.
მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, მაგრამ გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.როგორც იანურ როსტობაია ამბობს, გალის რაიონში ნათესავები ჰყავს, რომლებიც შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ ე.წ. მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი შვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

 

Нравится