ახალი ამბები

„ცილინდრი“ შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_tteat-18.jpgზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,ცილინდრი" განახლებული შემადგენლობით. სპექტაკლის რეჟისორია გეგა ქურციკიძე. სპექტაკლი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედიაა. ეს არის ოჯახური საკითხისადმი მიძღვნილი სპექტაკლი, მასში ზნეობა უზნეობას, მორალობა ამორალობას უპირისპირდება. გაჭირვებისთვის თავის დაღწევას ოჯახი სულ სხვა გზებით ცდილობს, რომელიც კაცობას, მორალს, ადამიანურობას და ზნეობას აბიჯებს. ედუარდო დე ფ ილიპოს პიესის "ცილინდრის მიხედვით თეატრის მცირე სცენაზე, მსახიობებმა  ადამიანების ტრაგიკომედია წარმოგვიდგინეს. გვანახეს გამხეცებული, ღირსებადაკარგული და უპრინციპო ცხოვრება, სადამდეც ისინი გაჭირვებასა და უიმედობას მიუყვანია. მათ დაუკარგავთ ყველაფერი ადამიანური,  აღარც სიყვარული შეუძიათ და ქცეულან მტაცებლებად, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ ჩაიგდონ ხელში ნადავლი.

 

 

Нравится