ახალი ამბები

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_saxan-07.jpgზუგდიდში, თავისუფლების მეორე შესახვევში ზურაბ პაჭკორიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი მეზობლებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური სწორედ მათ გამოიძახეს, რადგან მეზობლების თქმით, პაჭკორიები ერთი კვირაა არ იმყოფებიან ადგილზე, ისინი საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით სოფელში იყვნენ წასულები. ცეცხლი სახლის ჭერს გაუჩნდა და მთლიანად მოედო ოთახებს.ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა , თუმცა დამწვარია 65 კვ. მეტრი ფართობი

 

 

 

Нравится