ახალი ამბები

ზუგდიდში მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და საფულე მოიპარეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_qurdob-06.jpgზუგდიდში,დადვანის ქუჩაზე,მარკეტთან მდგარი თამუნა თოდუას კუთვნილი მანქანა გაძარცვეს. თვითმხილველების ინფორმაციით,მძარცველებმა ჩაამტვრიეს მანქანის საქარე მინა და გაიტაცეს ჩანთა-საბუთებით. წაღებულია სავარაუდოდ 400 ლარამდე თანხა. ავტომანქანის მფლობელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას დეიდაშვილია.შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

Нравится