ახალი ამბები

სანდრა რულოვსის მორიგი საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში ცერემბრალური დამბლის,აუტისტური სპექტრის, ფსიქომოტორული და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDR-06.jpgსაქველმოქმედო ფონდი „soco“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს, ზუგდიდში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიმართულია ცერემბრალური დამბლის,აუტიზმის სპექტრის, ფსიქომოტორული და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობაზე, კერძოდ ბავშვთა განვითარების ცენტრის შექმნაზე.
ზუგდიდში სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ მოწვეული უცხოელი სპეციალისტი სამი დღეა ხვდება მომავალ ბენეფიციარებს თანხლებ მშობლებთან ერთად .
მოწვეულთა პეციალისტთა შორისაა ვარშავის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით .
როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი ,,ოდიში ნიუსის’’ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ზუგდიდში მსგავსი ცენტრის დაფუძნების იდეა ემყარება მოსახლეობასთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს და მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არსებული პრობლემების საფუძვლიან შესწავლას. - ოჯახებს არა აქვთ საშუალება, ადგილზე მიიღონ დახმარება თავიანთი შვილებისათვის, რომელთაც სჭირდებათ ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ფიზიოთერაპევტის მხარდაჭერა, კონსულტაციებისა და მით უფრო კონკრეტული სამკურნალო კურსის გავლა თბილისში პირველ რიგში ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამასთან პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც , რომ ეს ცვლის კონკრეტული ოჯახის ცხოვრების წესს - ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი დროით წყდება ოჯახურ, მშობლიურ გარემოს, მშობელს კი არა აქვს საშუალება დატოვოს სამუშაო, სახლი, სხვა შვილები და მასთან ერთად იყოს მთელ კურსის მანძილზე.
სანდრა რულოვსის თქმით, გარდა უფასო კონსულტაციებითა და სამედიცინო, თერაპიული კურსით უზრუნველყოფისა, ცენტრი თავის თავზე იღებს ბავშვებისა და მათი თანმხლები მშობლების ტრანსპორტირების, დაბინავებისა და კვების ხარჯებს. მათ საშუალება ექნებათ საჭიროების შემთხვევაში დარჩნენ ცენტრში, ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც აფხაზეთიდან ჩამოვა’’ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, საქველმოქმედო ფონდი „soco“, რომელიც დაფუძნებელია სანდრა რულოვსის მიერ, საქმიანობს 1998 წლიდან და კურირებს ევროპელი სპონსორების და სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.

 

 

Нравится