ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის ინკასატორი დღეს დილით დაჭრეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_YAHAG-02.jpgზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ლიბერთი ბანკის ფილიალთან სროლა იყო. დაჭრილია ინკასატორი, რომელსაც ბანკში ფული მიქონდა, შემთხვევა დღეს დილით 9 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.შეიარაღებული თავდასხმისას დაჭრილი შუახნის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული და მიყენებული აქვს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით. ლიბერთი ბანკის ფილიალი ზუგდიდში გამსაზურდიას ქუჩაზე მდებარეობს.ზუგდიდში ინკასატორის დაჭრის ფაქტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.როგორც ირკვევა წაღებულია ფული და ძვირფასეულობა.

 

Нравится