ახალი ამბები

ზედაეწერის ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_AVAR-02.jpgსოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად ორი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც. ისინი გადაყვანილი არიან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში,მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.თვითმხილველების ინფორმაციით,  (ML) მარკის  ჯიპს „კამაზის“ მარკის  სატვირთოს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია. ავარიის შედეგად შეფერხებული იყო ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ავარიისას დაღუპული მძღოლი ლადო ბედუკაძის ცემაში ბრალდებული თენგიზ ნაზღაიძეა, გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.

 

 

Нравится