ახალი ამბები

ზუგდიდის ყინულის სახლი 6 წლიანი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს საზეიმოდ გაიხსნა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_yinulsax-025.jpgზუგდიდის ყინულის სახლი 6 წლიანი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს საზეიმოდ გაიხსნა.  გახსნის ღონისძიებაზე ბათუმის ყინულის სახლის მოციგურავეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ყინულის სახლის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორთან, რათა ყინულის მოედნის გადატანა მოხდეს ე.წ. კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე. ყინულის სახლში შესვლა  1-ელ მარტამდე უფასო იქნება. ზუგდიდის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შენგელიას თქმით, პირველ ეტაპზე მოხდება ჯგუფების დაკომლექტება „  თითო მოზარდზე ტარიფი 40 ლარით განისაზღვრება, ხოლო ოჯახიდან 2 ბავშვის შემთხვევაში გადასახადი 60 ლარი იქნება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათთვის უფასო გაკვეთილები ჩატარდება.“- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში ყინულის საციგურაო მოედანი  2007 წლიდან ფუნქციონირებდა,ხოლო როდესაც ზუგდიდელმა ბავშვებმა ამ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა უგდიდში ახალი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი აეშენებინა. 2011 წელს დაიწყო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედნის მშენებლობა. 2012 წლის ბოლოს საჭირო დანადგარების ძირითადი ნაწილი ჩამოტანილ იქნა იტალიიდან. მიუხედავად დაპირებებისა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე ყინულის მოედანი არ ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ ქონდა დაპირება მისი გახსნის თარიღთან დაკავშირებით, მშენებლობა და ექსპლოატაციაში შესვლა საგრძნობლად დაგვიანდა.ყინულის სახლი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ახალგაზრდებს უფასოდ ემსახურებოდა, მაშინდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ფინანსდებოდა. ყინულის მოედნის მშენებლობაზე 2012 წლიდან  5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  2018 წლამდე მოედანი  ორჯერ დაზიანდა.მოედანი პირველად 2015 წელს დაზიანდა. მას რაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარი დაიხარჯა. ყინულის სახლის გახსნა რამდენჯერმე დაანონსდა, დღეს კი, 6 წლიანი დაგვიანებით გაიხსნა. ახლა კი საუბარია ყინულის სახლის გადატანაზე სხვაგან, რადგან ამ ტერიტორიაზე კომპანია m2 სასტუმროს აშენებას აპირებს.

 

 

Нравится