ახალი ამბები

სოციალურად დაუცველი ძმები ამ დრომდე სხვის იმედად ცხოვრობენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SOCDAU-021.jpgამ სახლში  სოციალურ დაუცველი ძმები ცხოვრობენ. პაატა და მათე ლაშხიები არ სარგებლობენ სოციალური დახმარების პაკეტით. ამბობენ, რომ განაცხადი შეავსეს, თუმცა მაღალი ქულა მოუვიდათ და დახმარების გარეშე დარჩნენ.მათე არასრულწლოვანია და სკოლაში დადის, პაატას კი სამუშაო არა აქვს.ლაშხიები ღვთის ანაბარად, მეზობლების იმედად არიან.  ლაშხიების შესახებ ინფორმაციას სოციალური დაცვის ადგილობრივ სამსახურში არ ფლობენ. უწყების ინფორმაციით, მათი მონაცემები ბაზაში არ იძებნება. მათ შესახებ ინფორმაცია უბნის მაჟორიტარსაც მივაწოდეთ, თუმცა ამ დრომდე მათი პირობები არ შეცვლილა. გაუმჯობესდება თუ არა ლაშხიების გაუსაძლისი ყოფა და იზრუნებს თუ არა მათზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ჯერჯერობით უცნობია. პაატა და მათე ლაშხიების ბედს ზუგდიდში კიდევ ბევრი ოჯახი იზიარებს. პრობლემაზე რეაგირების ვადებს კი ადგილობრივ ხელისუფლებაში არავინ აკონკრეტებს.

 

 

Нравится