ახალი ამბები

კორცხელში ავარიის შედეგად დაშავებულებს კვლევები უტარდებათ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_avar-018.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.   სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ საავადმყოფოში 8 ადამიანია მოთავსებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ 276-ე მუხლით.

 

 

Нравится