ახალი ამბები

„ევერესტის“ მე-19 სეზონზის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის ტექნოპარკი მასპინძლობს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ever-013.jpg„ევერესტის“ მე-19 სეზონზის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის ტექნოპარკი მასპინძლობს. ოლიმპიადის მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საქართველოს მასშტაბით ათობით ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა.გამარჯვებულები სამი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. თითოეულ კლასში, საუკეთესო შედეგის მქონე ათ მონაწილეს გადაეცემა დიპლომები/სიგელები, ფასიანი საჩუქრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და ასევე პარტნიორი კომპანიებისგან დაწესებული საჩუქრები.მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოლიმპიადას  გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს.ოლიმპიადა ევერესტის ორგანიზებით ასევე ტარდებაკონკურსი ,,ოქროს ტური“, რომელიც განსხვავებულია წესებით, ფორმატით, ამოცანებით. აღსაღნიშნავია, რომთითოეულ კლასში პირველი ადგილის მფლობელი იღებს თავისივე არჩეულ პრიზს„ევერესტი“ ყურადღების მიღმა არ ტოვებს არც მასწავლებლებს. ყოველ სეზონზე ოლიმპიადა გამარჯვებულ პედაგოგებს აჯილდოებს. გამარჯვებულები მათი მოსაწვალეების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან. ოლიმპიადა „ევერესტი“ პედაგოგმა და მათემატიკოსმა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის ფინალისტმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა. ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.

 

 

Нравится