ახალი ამბები

აფხაზეთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_DACHR-29.jpgოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. 25 წლის მამაკაცი  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მარცხენა ფეხის ბარძაყსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში დღეს მოხდა. ჰამლეტ ჯეჯეიას ახლობლებმა დაჭრილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ე.წ. საზღვარზე 15 ათასი რუბლი გადაიხადეს. დაჭრილის ოჯახის წევრები კამერებთან საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.არსებული ინფორმაციით, საქმე აფხაზეთის ე.წ. პოლიციაში სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით არის აღძრული.

 

Нравится