ახალი ამბები

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის საშხაპეებში ჭერი ჩამოინგრა

dagi-26.jpg„ზუგდიდის ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და ჯერ არც გახსნილა, უკვე ჭერი ჩამონგრეულია. 7 მილიონი ლარი დაიხარჯა ამაში. არადა ჯერ კიდევ გაუხსნელი სტადიონის მდგომარეობა ასეთია. „- ამ სოსტით გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტადიონზე არსებულ მდგომარეობას და სტატუსს ფოტო-ვიდეო მასალაც დაურთო. სამშენებლო სამუშაოებს სტადიონზე კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. თავიდანვე წუნდადებული სტადიონი წითლიძის თქმით, მერიამ უკვე ჩაიბარა.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ახალაშენებული სტადიონის ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა ზუგდიდის მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აცხადებს, კომპანიას აქვს გარკვეული ვადა ხარვეზების აღნოსაფხვრელად და მერიას კომუნიკაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიასთან უკვე ქონდა.კომპანია „დაგში „ აცხადებენ, რომ ხარვეზებს აღმოფხვრიან, თუმცა რა ვადებში, ვერ აკონკრეტებენ.
„ჯერ არ არის დასრულებული მშენებლობა, პროექტის შემდგომი ეტაპი იყო ვინტილაცია და კაპიტალურად კეთდებოდა ყველაფერი, საშხაპე როგორც მახსენდება, სწორედ მაგის გამო არ იყო დასრულებული, რაღაც ღონისძიება უნდა ჩაეტარებინა მერიას, მატჩის სახით და მოვაწესრიგეთ ერთჯერადად, მაგის გამო არ არის პროექტი დასრულებული. თუმცა ვალდებულება, თუ რამე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და დაზიანდა, ყველაფერს ავანაზღაურებთ. ხოლო სხვა ეტაპზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ისე იქ არის ჭარბტენიანობა, ვენტილაცია არ არის, არ ნიავდება, გასაგებია და ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულებას შევასრულებთ“- განაცხადა პროექტის მენეჯერმა დავით ხმალაძემ
სტადიონის მთლიანი პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
პროექტის დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მერიაა. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს.

 

Нравится