ახალი ამბები

ზუგდიდის მერიამ შესაძლოა, კომპანია შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“ -ს ხელშეკრულება შეუწყვიტოს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_BRIFING-24.jpgზუგდიდის მერიამ შესაძლოა,  მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გამარჯვებულ   კომპანია,  შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“ -ს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერის მოადგილე გიორგი შენგელიამ განუცხადა. როგორც  შენგელიამ განმარტა, კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაბამისად სწორედ ამ მიზეზით  უახლოეს დღეებში დაიწყება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მუშაობა და ალტერნატიული გზების მოძიება.შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-ის დრიექტორის  აბესალომ ჩუხუას თქმით, ეცდებიან, პრობლემა ორშაბათამდე მოაგვარონ, შესაძლოა სამსახურში სხვა მძღოლები აიყვანონ. მისი თქმით, მძღოლებს დეკემბრის ხელფასი არა აქვთ აღებული და მუშაობაზე სწორედ ამიტომ ამბობენ უარს.სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 172 000 გამოიყო. გამარჯვებულ კომპანიას  მოსწავლეების სახლიდან სკოლამდე ტრანსპორტირება 22 იანვრიდან ევალება.  კომპანია შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-მ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2019 წლის 18 იანვარს გაიმარჯვა.

 

Нравится