ახალი ამბები

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს წითელას ვირუსით 34 პაციენტმა მიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_WITELA-24.jpgზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა კიდევ  უფრო იმატა. ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ქილორავას განცხადებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34 პაციენტმა მიმართა. რაც შეეხება ბოლო პერიოდის შემთხვევებს, ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს 95 ადამიანმა მიმართა. ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას წითელას ვირუსზე 8 ადამიანი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ გეგმიურ ვაქცინაციას. მათი განმარტებით, ამ გზით ქვეყანაში შესაძლებელია ავადობა შემცირდეს.

 

 

Нравится