ახალი ამბები

აფხაზეთში ჩარჩენილ სტუდენტებს უნივერსიტეტში ხელი არ შეეშლებათ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_GALSHI-24.jpgოფიციალური სოხუმის მხრიდან ენგურის ხიდზე მიმოსვლა დაახლოებით ორი კვირის წინ შეიზღუდა. მიზეზად აფხაზურმა მხარემ „ღორის გრისპი“ თავიდან აცილება დაასახელა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამ კი ასობით მოქალაქეს პრობლემები შეუქმნა. აფხაზეთში ჩარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ძირითადად ზუგდიდის ბაზარში დადიოდნენ პროდუქტების საყიდლად და ახლა უკვე პროდუქტიც და მედიკამენტებიც ამოწურული აქვთ.  განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ის სტუდენტები აღმოჩნდნენ, ვინც საახალწლოდ ახლობლების მოსანახულებლად გადავიდა. სტუდენტები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს უზიარებენ და წერენ, რომ, გამოცდები დაწყებულია და მათ ამ პროცესში ხელი ეშლებათ. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით,  იმ სტუდენტებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩარჩნენ, სასწავლებელში პრობლემა არ ექნებათ და უნივერსიტეტი მათ მდგომარეობას გაითვალისწინებს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შექმნილ ვითარებას აბსოლიტურად მიუღებელს უწოდებს. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ პრობლემა სტუდენტებს არ ექნებათსაოკუპაციო ზოლთან მოქალაქეებს ღამეების გათევა უწევთ იმის მოლოდინში, თუ როდის გაიხსნება გზა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფიციალური სოხუმს ამ დრომე   გადასასვლელი ჩაკეტილი აქვს.

 

Нравится