მთავარი

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...
ქართული არმია დარტყმის ქვეშაა-სანდრა რულოვსი
ბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები გააღიზიანა
რა ჯდება სააღდგომო სუფრა
  • "ლელოს" ზუგდიდის ოფისში ცოტნე ჭანტურიას საჯარო...

    Sunday, 01 March 2020 19:00
  • ქართული არმია დარტყმის ქვეშაა-სანდრა რულოვსი

    ქართული არმია დარტყმის ქვეშაა-სანდრა რულოვსი

    Tuesday, 30 April 2019 20:36
  • ბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები გააღიზიანა

    ბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“...

    Tuesday, 30 April 2019 20:33
  • "ქუჩაში გასვლის გვეშინია"- მოსახლეობა...

    Friday, 26 April 2019 16:26
  • რა ჯდება სააღდგომო სუფრა

    რა ჯდება სააღდგომო სუფრა

    Thursday, 25 April 2019 18:06

ახალი ამბები

აფხაზეთიდან დევნილმა გვარამიების 9 სულიანმა ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა.

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_prokuratura23.jpgსამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურათან საპროტესტო აქცია დღეს 9 სულიანმა ოჯახმა გამართა, რომლებსაც ბინიდან გამოსახლება ემუქრებათ. აფხაზეთიდან დევნილი მაკა გვარამიას თქმით, მათ ქუჯის ქუჩაზე ერთოთახიანი ბინა 20 წლის წინ შეიძინეს. წელიწად ნახევრის წინ კი ძველმა მეპატრონემ თეთრიკო აქუბარდიამ თაღლითური გზით, ვინმე როლანდ შონიას დახმარებით ბინა ისევ თავის სახელზე გადაიფორმა. დაზარალებულების განმარტებით, ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც ძველმა მეპატრონემ საჯარო რეესტრში წარადგინა, გაყალბებული იყო, რადგან მათივე განცხადებით აზომვითი ნახაზი, მათ მეზობლად მდებარე, სხვა ბინას გაუკეთდა. დაზარალებულების განცხადებით, აღნშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო, თუმცა ძიება მოულოდნელად შეწყდა. გვარამიების ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ აღნიშნულ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი ვალერიანე იოსავაა გარეული, რადგან ოლქის პროკური და საქმეში გარეული შონია მათივე ვარაუდით ახლობლები არიან.აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით რეაგირება  ზუგდიდში  მოქმედი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოითხოვეს.ისინი რამდენიმე პარტიას დაუკავშირდნენ თუმცა მათივე განმარტებით, დახმარების სურვილი მხოლოდ სამეგრელო-ზემო სანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოთქვეს და მათთან გუბერნიის წარმომადგენელი მივიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზემოაღნიშნულ საქმეზე კომენტარს მედიასთნ  არ აკეთებენ. საოლქო პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია საღამოს  მას შემდეგ დასრულდა, რაც გვარამიების ოჯახი ზუგდიდის რაიონულ პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შეხვდა და მისგან დაპირება მიიღო, ამ ეტაპზე გამოსახლების პროცესის გადადების შესახებ. ორშაბათს ოჯახი და ადვოკატი, თანდილა ჯოლოგუა საქმის ოფიციალურ დოკუმენტებს მიიღებენ, სადაც გამოძიების მიმდინარეობას დეტალურად გაეცნობიან. ოჯახის წევრების თქმით, მათ დიმიტრი ხვიტიამ ურჩია სასამართლოსთვის მიემართათ, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი ქმედებისგან თავს შეიკავებენ. ისინი ადვოკატთან ერთად ორშაბათს განცხადებას შეიტანენ პროკურატურაში, საქმის გამოძიების განახლების შესახებ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ოჯახის წევრების თქმით საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.


comments

სექტემბერი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended