ახალი ამბები

ვაჟა ეგრისელის პოეზიის საღამო გაიმართა დღეს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_vazha-egriseli31.jpgდღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკვითხველო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სამეგრელოს მკვიდრს, პოეტს, აკადემიკოსს ვაჟა დოლბაიას. პოეტი საკუთარ ლექსებს ეგრისელის ფსევდონიმით აქვეყნებს. დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა, პოეტის პოეზიისა და მისი შემოქმედების უკეთ გაცნობას. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ვაჟა ეგრისელს 2013 წლის სექტემბერში პოეზიის რაინდის წოდება ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა. ვაჟა ეგრისელი უხუცესთა კავშირის „სხუნის“ გამგეობის წევრია, „სხუნის“ კავშირის გამგეობა ვაჟა ეგრისელის ზუგდიდის საპატიო მოქალაქის მინიჭების მოთხოვნით გამოდის.


Нравится