ახალი ამბები

ფონდიდან ერთჯერადი დახმარების სახით 10,814 ლარი ჩაერიცხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეს ია ხვინგიას.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_levan-konjaria31.jpgფინანსთა სამინისტრომ ოფიცილაურ გევრდზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების სია გამოაქვეყნა. სადაც პრეზიდენტის განკარგულების თანახმად ფიზიკურ პირს ია ხვინგიას ერთჯერადი დახმარების გაწევის მიზნით, მიმდინარე წლის 27 ივნისს 10,814.1 ლარი ჩაერიცხა. ია ხვინგია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას მეუღლეა. „ოდიში“ ლევან კონჯარიას ვერ დაუკავშირდა, მისი ტელეფონი ქსელიდან გამორთულია, საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა თამარ შონიამ „ოდიშს“ განუცხადა, რომ ლევან კონჯარია მივლინებით თბილისში იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს. საკრებულოს თავმჯდომარესთან სატელეფონო კომენტარი „ოდიშს“ ინტერნეტ გამოცემა liveppres.ge მიაწოდა. 2013 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 5 993.7 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 4 246.2 ათასი ლარი.


Нравится