ხიბულაში 80 წლის მამაკაცი დააუთოვეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_shemtxveva_yachagoba12.jpgბოროტმოქმედებმა ფულის გამოძალვის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში 80 წლის მამაკაცი დააუთოვეს. მხცოვან მამაკაცთან 2 პირი მოტყუებით შევიდა და როგორც თავდ დაზარალებული ყვება თავი დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლად გააცნო. სახლში შესვლის შემდეგ კი აკაკი ადამია დააბეს და სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. როგორც გაირკვა ბოროტმოქმედებმა დაზარალებულისგან სანადირო თოფი, ოქროს ბეჭედი და 70 ლარი წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება 178-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს.


Нравится