ზუგდიდში მაღაზიის ყაჩაღობისთვის ერთი პირი იძებნება

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sand-025.jpgზუგდიდში სუპერმარკეტი "სან დეი" დააყაჩღეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს,  წაღებულია 150 ლარი. ამ დროს მაღაზიაში მოლარის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია. მაღაზია სანდეი ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

 

 

Нравится