წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითები ემსხვერპლნენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_avarjv-27.jpgწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ორ მოქალაქეს დაეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილები  და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარის მცხოვრებლები არიან.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

 

 

Нравится