მდინარე რიონზე სამართალდამცავები 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს ეძებენ.

abashhhh-12.jpgაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში, მდინარე რიონზე სამართალდამცავები 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს ეძებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 31 დეკემბერს დაკარგული ირაკლი კეკელია მოკლულია, შსს-მ გუშინ გაავრცელა.უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთ მათგანს გამოძიება უშუალოდ დანაშაულს, ხოლო მეორეს ფაქტის დამალვას ედავება. პირველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯარიმით ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რიონზე სამძებრო სამუშაოები სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხერხდება, მოკლულის ოჯახი კი სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვს.რაც შეეხება ბრალდებულებს,  ორივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი – ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მათი შვილის მეგობარი იყო. ისინი მკვლელობას რამდენიმე თვის წინ მეგობრებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

 

Нравится