მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_mestmkv-26.jpgმესტიის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან  ლომარ ნიგურიანი გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეზობლები და ახლობლები მკვლელობის მიზეზებზე ყვებიან. ნიგურიანი მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა, რაშიც საკრებულოს წევრის შვილიც ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.მკვლელობის მოტივად 3 წლის წინ, მიწის ნაკვეთისგარშემო დაწყებული დაპირისპირება სახელდება. ცხედარი, პოლიციასა და ოჯახს შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.გარდაცვლილს მუცლისა და მხრის არეში შვიდი ნატყვიარი აღენიშნება. მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მისი ნათესავი, მეზობელი და მოგვარეა, ამ დრომდე ეძებენ.

 

 

Нравится