ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ssa-29.jpgზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კლინიკის ექიმის, მაკა მალანიას ინფორმაციით, ბავშვს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა.

მოგვიანებით, ბავშვის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

Нравится