მდინარე ენგურში დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ushgg-07.jpgსვანეთში, ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. პარალელურად, მაშველები მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილს წყლიდან ამოღებას ცდილობენ, თუმცა ამბობენ, რომ იქ მძღოლის პოვნის შანსები მინიმალურია.მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ცხედარი ენგურმა გაიტაცა.აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

შემთხვევა გუშინ, 6 აგვისტოს კალა-უშგულის გზაზე მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

Нравится