Gem Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ, გვიან ღამით 6 ადამიანი გადაიყვანეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ggmf-05.jpgელექტრონული მუსიკალური ფესტივალიდან Gem Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ, გვიან ღამით 6 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან 4 მთელი ღამის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გაურკვეველი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით მოთავსებული ექვსი ახალგაზრდას მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსტიპალის მორიგე ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

გუშინ, 4 აგვისტოს კი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, Gem Fest-ის სტუმარი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ასევე უცნობი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტი იყო. გუშინვე, ზუგდიდის კლინიკაში, Gem Fest-დან 3 პირი შემოიყვანეს. მათგან, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ამჟამად მისი  მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოწამვლის ფაქტზე  საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Нравится