Gem Fest-ზე 22 წლის გოგო გარდაიცვალა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ggmfest-04.jpg22 წლის თბილისელი გოგო, რომელიც დღეს დილით Gem fest-ის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის და სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას კიდევ ორი ახალგაზრდა მოწამლული ადამიანი გადის რომელთაგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე თქმით, მთლიანობაში კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით ათმა ადამიანმა მიმართა.
14 ივლისიდან დღემდე ანაკლია- განმუხურის საფესტივალო ტერიტორიაზე არ ფიქსირდება მძიმე ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა, - ამის შესახებ Gem Fest-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გური ქოიავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საფესტივალო ტერიტორიაზე სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Нравится