შემთხვევა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრების სამძიმარი გიგა ოთხოზორიას ოჯახს

Share

gasven-25.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზი ე.წ მებაჟის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან - ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. სამძიმარი დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ გამოუცხადეს. პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაღუპულის ოჯახს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მიუსამძიმრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა სადაც მთავარ საკითხად სწორედ ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მკვლელობა განიხილება. გიგა ოთხოზორის ოჯახში დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიც იმყოფებოდა. მან და მისმა თანმხმლებმა პირებმა ოჯახს მიუსამძიმრეს. შალვა ნათელაშვილმა მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარიც გააკეთა. სამძიმარზე იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც. დავით ბაქრაძემ და პარტიის სხვა წევრებმა ოჯახს მიუსამძიმრეს. სამძიმარზე დღეს, ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია. გიგა ოთხოზორია სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს აფხაზმა ე.წ მებაჟემ ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. მას ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ.

comments

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended